Monday, November 28, 2011

პოინტერი

ინტერი (ინგლ. pointer < point — ნაბულის კეთება), მოკლებეწვიანი მეძებარი ძაღლი. გამოყვანილია ინგლისში XVIII საუკუნეში ესპანური მეძებრისა და ინგლისური მელიის მადევრის — ფოქსჰაუნდის შეჯვარებით.
საქართპოველოში გავრცელდა XIX საუკუნის ბოლოს. პოინტერის სიმაღლეა 63-65 სმ, აქვს სწორკუთხა თავი, დაკიდებული ყურები, წკეპლისებრი კუდი. ფერად შავი, ჩალისფერი ან ყავისფერია, გულსა და კიდურების ბოლოებზე თეთრი ლაქები აქვს. არის თეთრი პოინტერიც, რომელსაც ჩალისფერი, შავი და ყავისფერი ლაქები და წინწკლები აყრია. პოინტერი სწრაფია, ახასიათებს მახვილი ყნოსვა და ქანდაკებისებრი ნაბული. იყენებენ ჭაობის, ტყისა და ველის ფრინველზე სანადიროდ. საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

Friday, November 18, 2011

labradori

ლაბრადორ რეტრივერი (იგივე ლაბრადორი) — ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ძაღლის ჯიშია. ეს ძაღლი განთქმულია, როგორც მონადირე წყლიან და ჭაობიან ადგილებში მობინადრე ნადირზე. ასევე, ფართოდაა გავრცელებული კომპანიონი ძაღლის სახით. ლაბრადორი გამოირჩევა მშვიდი და ალერსიანი ხასიათით, ასევე თავისი გონიერებით და ენერგიულობით, ამიტომ იგი საუკეთესო კომპანიონად ითვლება ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, განსაკუთრებით მეგობრულია ბავშვების მიმართ. იგი ადვილად ექვემდებარება წვრთნას. მთელ მსოფლიოში ითვლება ერთ-ერთ ინტელიგენტურ და დაჯილდოებულ ძაღლად.

გარეგნობა [

ლაბრადორი შედარებით დიდი ტანის იზრდება. მამალი საშუალოდ 30–36 კილოგრამს იწონის, დედალი კი 25-32 კგ-ს. ამ ჯიშის გარეგნული თვისებების უმრავლესობა გამომდინარეობს იქიდან, რომ თავდაპირველად იგი შეიქმნა როგორც მუშა ძაღლი. აქვს მოკლე და სწორი ბეწვი, რომელსაც წლის განმავლობაში ორჯერ იცვლის, ან რეგულარულად მთელი წლის განმავლობაში,ზომიერ სარტყელში. კუდი საკმაოდ დიდი და ძლიერი აქვს. წავისებური კუდი და აპკიანი თათები შესანიშნავ მოცურავედ აქცევს ამ ჯიშს. ამაში ხელს უწყობს ბეწვიც, რომელიც არ ატარებს წყალს. ლაბრადორი, ზოგიერთ სხვა ჯიშთან ერთად, გამოირჩევა იმით, რომ არ ხრის უკანა ფეხებს წოლისას.

kavkasiuri nagazi

აგაზი ენდემური, აბორიგენული კავკასიური მეცხვარული ანუ „მთის“ ძაღლის ქართული ქვეჯიშის კერძო სახელია (სომხური ქვეჯიშის კერძო სახელია „გამპრ“, აღმოსავლეთ-თურქულისა „ყარაბაშ“). ქართველი მეცხვარეები გამორჩეულ ნაგაზებს, რომლებიც გამოცდილი არიან მგელთან შებრძოლებაში „მახრჩობელებსაც“ უწოდებენ. ნაგაზი ფართო გამოყენების ჯიშია და იგი გამოიყენებოდა როგორც მეცხვარული (ცხვრის), აგრეთვე - მოდარაჯე და საბრძოლო მიზნებისათვის.
ზოგჯერ შეცდომით ნაგაზს „ქართულ ნაგაზს“ უწოდებენ (სხვა ნაგაზი ქართულის გარდა არ არსებობს), ხოლო - გერმანულ მეცხვარულ ძაღლს კი ასევე შეცდომით უწოდებენ „გერმანულ ნაგაზს“ (ანუ „ნაგაზით“ ცვლიან „მეცხვარულ ძაღლს“).
ნაგაზი ზოგადად განეკუთვნება „მოლოსების“ ანუ „ალპიური მეცხვარული ძაღლების“ დიდ ოჯახს და არსებითი მოსაზრებით იგი გავრცელდა მეცხვარეობის გავრცელებასთან ერთად - როგორც დარგის აუცილებელი და განუყოფელი უზრუნველმყოფი ატრიბუტი. ევროპის მთელს მთიანეთში დაწყებული ესპანეთიდან და ბასკეთიდან და დასრულებული კავკასიით ყველგან გვხვდება ძალზე მსგავსი, ფრიად მონათესავე მეცხვარული ძაღლები. შედარებით უფრო განსხვავებული ქვეჯიში ვრცელდება აღმოსავლეთი კასპიისპირეთის მთიანეთებიდან ინდოჩინეთის მთიანეთების ჩათვლით.
განსხვავებით ზოგიერთი ევროპული მეცხვარული ძაღლებისაგან (მაგ. „კოლის“ ტიპისა - რომლებიც ვერ ებრძვიან მგელს), ისტორიულად ნაგაზს არ იყენებდნენ ცხვრის სამწყემსად (ანუ გასადენად და შესაგროვებლად, მოსაქუჩებლად), არამედ - იყენებდნენ უმთავრესად ცხვრის ფარებისა და ფარეხების მგლებისაგან დასაცავად - რასაც ცეცხლსასროლი იარაღის ეპოქამდე გადამწყვეტი და სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. მგლის ხროვა ფარაზე თავდასხმისას კლავს ბევრად მეტ ცხვარს, ვიდრე მას საკვებად სჭირდება (საშუალოდ ერთი მგელი ერთ თავდასხმაზე ელვის სისწრაფით ყელს ღადრავს 5-12 ცხვარს). აღნუსხულია შემთხვევები, როდესაც რამდენიმე მგელს ერთ ღამეში ასობით ცხვარი გაუწყვეტიათ. ავესტაში წერია: „არ იდგებოდნენ მტკიცედ ჩვენი სახლები თუ ძაღლი არ გვეყოლებოდა - რომელიც ჩვენს შინაურ ცხოველებსა და ბინას იცავს“. აგრეთვე ავესტის მიხედვით მეცხვარული ძაღლის მკვლელი ადამიანი ისჯებოდა მათრახის 900 დაკვრით - რაც მიუთითებს ძაღლის განსაკუთრებულ სამეურნეო ფასეულობაზე მეცხვარულ სოციუმში.
ქართველი ეთნოგრაფის პროფ. სერგი მაკალათიას ცნობით მთაში ნაგაზის ტიპიური საკვები იყო საკლავის მოხარშული (აუცილებლად) ქვეპროდუქტები (უმეტესწილად შიგანი და ძვლები) ან დოში მოხარშული „იფქალი“ (მოხალული უხეში ფქვილი და ქატო). ზაფხულობით ნაგაზები ინტენსიურად იკვებებიან აგრეთვე მღრღნელებითა და კალიებით (ფრიად კალორიული საკვებია).

laika

ლაიკა იყო პირველი ძაღლი რომელიც გაშვებულ იქნა კოსმოსში დედამიწის ირგვლივ ორბიტაზე 1957 წლის 3 ნოემბერს, ამავე დროს, პირველი ცხოველი, რომელიც ორბიტაზე დაიღუპა. იმ დროისათვის ლაიკა დაახლოებით 2 წლის იყო და 6 კილოგრამს იწონიდა.
ლაიკას დაბრუნება დედამიწაზე არ იგეგმებოდა. იგი დაიღუპა ფრენის დროს ხომალდის გაშვებიდან 5-7 საათში სტრესისა და გადახურებისგან, თუმცა იყო ვარაუდები, რომ იგი დაახლოებით ერთ კვირას გაძლებდა.

 

Thursday, November 17, 2011

dzaglebi

chemi saiti exeba dzaglebs tqven aq gaecnobit dzaglebis shesaxeb kvelafers tu ra jishisaa da ase shemdeg. chemi saitis misamartia www.dzaglebi-misho.blogspot.com